სერვის მენეჯერი - გურჯაანის ს/ც #1
from 🇺🇸 United States
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შენ, როგორც სერვის მენეჯერი:
- უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას;
- მუდმივად ჩართული იქნები მომსახურების პროცესის მონიტორინგში;
- იზრუნებ თანამშრომლების კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფ თანამშრომლების კონკრეტულ საკითხებში გადამზადებას;
- ფილიალში მომსახურების არხების მიხედვით მოახდენ მომსახურების და ლოდინის დროის მონიტორინგს;
- უზრუნველყოფ კლიენტების მომსახურებისა და მოლოდინის დროის სტანდარტების დაცვას;
- დაგეგმავ ოპერაციების დადგენილი სტანდარტების ფარგლებში შესრულებისათვის, ყველა აუცილებელ ღონისძიებას, გააკონტროლებ პროცედურის შესრულების სისწორეს;
- მიაწვდი ინფორმაციას ფილიალის დირექტორს, ოპერაციების შესრულების და მომსახურების დროს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ;
- ოპერატიულად მიიღებ გადაწყვეტილებას მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ ფილიალის დირექტორის ჩართულობა არ გახდება საჭრო.
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- სერვის მენეჯერად მუშაობის 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში,თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში,თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე:კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 –https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 –https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ელფოსტა –Incident_Compliance@tbcbank.com.ge
- ანონიმური წერილი.
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.



