შესყიდვების კატეგორიის მენეჯერი
from 🇺🇸 United States
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
პასუხისმგებელია კომპანიის შესყიდვების პროცესის სრულ ციკლზე კონკრეტული კატეგორიის ჭრილში - მოთხოვნის ანალიზიდან ხელშეკრულების მართვამდე. ასევე ითვალისწინებს კატეგორიის გუნდის მართვას.
როლი მოიცავს შიდა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვას და შესყიდვების პროცესების ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას კომპანიის პოლიტიკებისა და ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად.
ძირითადი პასუხისმგებლობები
შესყიდვების დაგეგმვა და მართვა
- შიდა მოთხოვნების და საჭიროებების ანალიზი
- შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა
- ბიუჯეტის გათვალისწინებით შესყიდვის გეგმის/კალენდრის ფორმირება და მის მიხედვით პროცესების მართვა;
მომწოდებლების შერჩევა
- სხვადასხვა შესყიდვის პროცესის წარმართვა (ტენდერი, კოტირება, პირდაპირი შესყიდვა)
- მიმწოდებლის პროფილის შესწავლა და ანალიზი;
- მოლაპარაკებები;
- სხვადასხვა მიმართულების მომწოდებელთა მოძიება და მათთან ურთიერთობა
კონტრაქტები
- ხელშეკრულებების პირობების ჩამოყალიბება და კონტროლი
- მომწოდებლების შესრულების მონიტორინგი
- ხელშეკრულებების ანალიზი
- სხვადასხვა შიდა შეთანხმებების მომზადება
პროცესების მართვა და SLA კონტროლი
- შიდა ვადების (SLA) დაცვა და პროცესების კონტროლი
- შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
- პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა
ანგარიშგება და ანალიტიკა
- განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება
- პროცესის ეფექტურობის ანალიზი და მონიტორინგი
კატეგორიის გუნდის მართვა
- გუნდის მართვა და მისი ეფექტურად საქმიანობის უზრუნველყოფა;
- გუნდის განვითარებაზე ზრუნვა;
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ლოგისტიკის ან მონათესავე მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესყიდვების ან შესაბამის სფეროში
- ინგლისური ან/და რუსული ენების კარგი ცოდნა
- საოფისე პროგრამების (MS Office) თავისუფლად ფლობა
- გამოცდილება კონკრეტულ შესყიდვის კატეგორიებში (მაგ. ტექნიკა, მარკეტინგული მომსახურებები, IT ან უსაფრთხოების სისტემები და ა.შ.)
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში,თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში,თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე:კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 –https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 –https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ელფოსტა –Incident_Compliance@tbcbank.com.ge
- ანონიმური წერილი.
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.







