პორტფელის მენეჯერი - თიბისი კაპიტალი
from 🇺🇸 United States
თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიეტებს ეხმარება სხვადასხვა ფინანსური და საინვესტიციო მიზნების მიღწევაში და სთავაზობს კომპანიების შერწყმა-შეძენისა და კორპორაციული მრჩეველის, საბროკერო, კვლევით, და კაპიტალის ბაზრების სერვისებს. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას ვუზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ხელს უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.
თიბისი კაპიტალი აცხადებს ვაკანსიასპორტფელის მენეჯერის პოზიციაზე.
პორტფელის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის საინვესტიციო ჩარჩოს ფარგლებში პორტფელების შემუშავებასა და მართვაზე, დისკრეციული და არადისკრეციული მანდატების შესაბამისად. როლი მოიცავს კომპანიის საინვესტიციო ჩარჩოს შემუშავებაში ჩართულობას, კერძოდ, სტრატეგიული (SAA) და ტაქტიკური (TAA) აქტივების განაწილების ჩარჩოს ჩამოყალიბებაში. ასევე, პასუხისმგებელია საინვესტიციო ჩარჩოს შესაბამისად განსაზღვრული პორტფელების პერფორმანსის მონიტორინგსა და რებალანსირებაზე.
➢ ოპტიმალური პორტფელების შექმნა, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა კლიენტის რისკ-პროფილსა და საინვესტიციო მიზნებზე;
➢ მაკროეკონომიკურ და ბაზრის ტენდენციებზე მუდმივად ინფორმირებულობა;
➢ პორტფელის პერფორმანსის მონიტორინგი, რისკების მართვა და მათი შიდა საინვესტიციო ჩარჩოებთან, რეგულაციებთან და კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
➢ პორტფელის პერფორმანსის პერიოდული მონიტორინგი;
➢ დაკავშირებულ მიმართულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის, გაყიდვების დავაჭრობის, გლობალური კვლევების გუნდებთან და დაგროვილი ქონების მართვის ბანკირებთან.
➢ საინვესტიციო გადაწყვეტილებების და შესაბამისი რაციონალის და პერფორმანსის შედეგების კომუნიკაცია ბროკერებთან, საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ კლიენტებთან.
➢ კლიენტების საინვესტიციო პორტფელებთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში საინვესტიციო მასალების მომზადება.
➢ პორტფელის მართვის პროცესების გაუმჯობესება და გაციფრულების ხელშეწყობა.
➢ ადგილობრივ და საერთაშორისო მარეგულირებელ მოთხოვნებთან (მაგ. MiFID II, ESMA) და კომპანიის შიდა პოლიტიკებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
➢ უმცროსი პორტფელის მენეჯერების, ანალიტიკოსების მენტორობა და მხარდაჭერა.
➢მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პორტფელის მართვის ან საინვესტიციო სფეროთან დაკავშირებულ პოზიციებზე;
➢ გლობალური ფინანსური ბაზრებისა და პორტფელის თეორიის სიღრმისეული ცოდნა;
➢ გლობალური აქციების, ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუემნტებისა და ალტერნატიული ინვესტიციების მართვის გამოცდილება;
➢ სასურველია მაღალი შემოსავლის მქონე კერძო და ინსტიტუციური კლიენტების პორტფელის მართვის გამოცდილება;
➢ CFA სერტიფიკატი ან შესაბამისი კვალიფიკაცია (CAIA, FRM) ჩაითვლება უპირატესობად
➢Bloomberg, Morningstar და პორტფელის ანალიტიკური სისტემების მაღალ დონეზე გამოყენების უნარი;
➢ Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის ფინანსური მოდელირება და მონაცემთა ანალიზი;
➢ აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
➢ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები, მათ შორის საინვესტიციო კონცეფციების მკაფიოდ გადმოცემის უნარი;
➢ სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
➢ დეტალებზე ორიენტირებულობა;
➢ კომპექსური პროექტების მართვის უნარი.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში,თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში,თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.