Product Owner Mentor GEO
from
ADI-ის შესახებ
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაADI2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის - ადგილობრივ ბაზარზე ციფრული ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადასაჭრელად.
2018 წელს თბილისში დაწყებული პატარა ინიციატივა დღეს უკვე წარმოადგენს გლობალურ EdTech პლატფორმას, რომელსაც ჰყავს 30,000-ზე მეტი კურსდამთავრებული.
2023 წლიდანTether-თან პარტნიორობით, ჩვენი მისია გაფართოვდა და ახლა გლობალურად ვეხმარებით ადამიანებს მიიღონ პრაქტიკული განათლება და დაიწყონ კარიერა ციფრულ სფეროში.
Სამუშაო აღწერილობა
ვეძებთ Product Owner-ის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება პროდუქტის მართვისა და განვითარების მიმართულებით და შეუძლია საკუთარი პროფესიული გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც კარგად ესმის Product Owner-ის როლი რეალურ სამუშაო გარემოში პროდუქტის ხედვისა და მიზნების განსაზღვრიდან, მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესიდან, გუნდის კოორდინაციასა და პროდუქტის განვითარებამდე.
ძირითადი მოვალეობები
ცოდნის გაზიარების, მენტორობისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სურვილი;
ონლაინ და ოფლაინ ვორქშოპების ჩატარება სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს აქტიურ დისკუსიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას;
სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა და განვითარება საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
რეალური სამუშაო ქეისების, მაგალითებისა და პროდუქტის განვითარების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარება;
სტუდენტებისთვის Product Owner-ის ძირითადი პასუხისმგებლობების, სამუშაო პროცესებისა და თანამედროვე ინსტრუმენტების პრაქტიკულად გაცნობა;
AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება Product Owner-ის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის პროდუქტის კვლევის, იდეების გენერირების, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, დოკუმენტაციის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და სხვა პროცესების გასაუმჯობესებლად;
სტუდენტებისთვის AI-ის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაცნობა და პასუხისმგებლიანი გამოყენების პრაქტიკის გაზიარება;
სტუდენტების მხარდაჭერა პრაქტიკული დავალებებისა და პროექტების შესრულების პროცესში;
სტუდენტებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
აქტიური, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა;
სტუდენტების ჩართულობისა და დისკუსიაში მონაწილეობის წახალისება;
სფეროში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში მათი ინტეგრირება;
ვორქშოპების ფარგლებში ინოვაციური და კრეატიული აზროვნების წახალისება.
Product Owner-ის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
Cross-functional გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
დეველოპმენტის გუნდებთან მუშაობისა და მათი მართვის-კოორდინაციის გამოცდილება;
პროდუქტის განვითარების პროცესისა და მისი ძირითადი ეტაპების პრაქტიკული ცოდნა;
Agile მეთოდოლოგიისა და Scrum-ის პრინციპების კარგი ცოდნა;
პროექტისა და პროდუქტის მართვის შესაბამისი ინსტრუმენტების, მათ შორის Jira-ს, ცოდნა;
AI ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება Product Management/Product Ownership-ის პროცესებში ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
პროდუქტის კვლევის, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
Scrum.org-ის შესაბამისი სერტიფიკატის, მაგალითად Professional Scrum Product Owner™ II (PSPO II) ან მსგავსი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
კარგი კომუნიკაციისა და ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
სტუდენტების მოტივირებისა და შთაგონების უნარი;
სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე აუდიტორიასთან ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ.
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;
სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
რეფერალ პროგრამას;
კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს.